ივანე მაჭავარიანი – ინფლაცია არ არის საგანგაშო

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ინფლაცია საქართველოში არ არის საგანგაშო და ეროვნულმა ბანკმა რეაგირება უკვე მოახდინა.

„ჩვენ ამ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება. ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება. საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა ჩემი აზრით და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ დავიჯეროთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდეგ ის გააგრძელებს ქვემოთ სვლას. ამის ყველა წინაპირობა არის და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტს მიაღწია, რაც 2017 წლის ივნისის შემდეგ მაქსიმალური ნიშნულია.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ინფლაცია 7.2 პროცენტს მიაღწევს.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის ინტერვიუ არის პასუხი მათთვის, ვინც აცხადებს, რომ ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობს”
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი-ოპონენტებთან თანამშრომლობას ჭეშმარიტების დასადგენად აზრი არ აქვს