“ივანიშვილის ინტერვიუ არის პასუხი მათთვის, ვინც აცხადებს, რომ ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობს”

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ არის პასუხი მათთვის, ვინც მუდმივად აცხადებს, რომ ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობს, თავის ბიზნესს აკეთებს, საქართველოში თავის ქონებას ამრავლებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ინიციატივას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ფინანსური ზარალის მიუხედავად სურს, დააჩქაროს პროცესები, რომლებიც ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლასა და ტურისტების რაოდენობის გაზრდას ეხება.

„120 მილიონიან „პარაგრაფზე”, რომელიც ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკურორტო დასასვენებლ ადგილად გადაიქცა, ამბობს, რომ მზად არის, 60 მილიონის გადახდის შემთხვევაში, ინვესტორს დაუთმოს. იგივეს ამბობს „პანორამა თბილისსა” და აბასთუმანის კურორტზე. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში დაახლოებით სამი მლრდ აქვს განხორციელებული. მას ასეთი სახის ნაბიჯების გადადგმა არ ეშლება. მისი მიზანია, შავი ზღვისპირეთი გახდეს კონკურენტუნარიანი სხვა კურორტებთან მიმართებაში. რაც უფრო ხშირად იქნება მისი ინტერვიუ, რომელიც საქველმოქმედო და პოლიტიკურ გეგმებთან იქნება კავშირში, კარგი პასუხი იქნება ოპონენტებისთვის. ბიძინა ივანიშვილი კატალიზატორის როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ ზარალს ნახულობს, სურს, ის პროცესები დააჩქაროს, რაც უკავშირდება ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას, მდიდარი ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ა.შ.“,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში ინფლაცია სამიზნე სამ პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება”
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი – ინფლაცია არ არის საგანგაშო