ივანე ბურდულის სკანდალური განცხადებები

“ცესკოს” ყოფილი თანამშრომელი, ივანე ბურდული ამბობს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ოქმებში არსებულ დისბალანსს მასშტაბური ხასიათი აქვს. ბურდულის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ყუთში არსებული ბიულეტენი ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე – არჩევნებზე მისული ადამიანების რაოდენობა. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუამრი” ისაუბრა.

ივანე ბურდულის თქმით, მას მსგავსი რაოდენობის “გაფუჭებული” ოქმები, 20-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, არ ახსენდება. ამასთან, ამბობს, რომ ოქმებში არსებული უზუსტობების რაოდენობა და დისბალანსის ხელით ჩასწორების მცდელობა არჩევნების გაყალბების საფუძვლიან ეჭვს ბადებს.

ერთი და ორი თუ არის, იქ ჩანს, რომ ხელმოწერა გამორჩა რომელიმე რეგისტრატორს, მაგრამ რამდენიმე ასეულია სხვაობა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ვერანაირად ვერ დააბალანსეს და ვერ დასვეს რიცხვები, იმდენად დიდი სხვაობა იყო რიცხვებში”, – აცხადებს ივანე ბურდული.

ივანე ბურდული ასევე  ამბობს, რომ გადასატანი ყუთი საარჩევნო მანიპულაციებისთვის ხშირად გამოიყენება. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.

“გადასატანი საარჩევნო ყუთი დიდი ხანია, აქილევსის ქუსლად იქცა ჩართული მხარეებისთვის“.

ივანე ბურდულის თქმით, დაინტერესებული პირებისთვის მხოლოდ გადასატანი ყუთის სიაში შესული ადამიანების სახელი და გვარია ცნობილი, საკონტაქტო ინფორმაცია კი, არ საჯაროვდება, რაც ამ ადამიანთა გადამოწმებას შეუძლებელს ხდის.

ტელეფონი, რომ დაურეკონ, გადაამოწმონ, ნამდვილად უნდა თუ არა გადასატანი ყუთი, ნამდვილად განაცხადა თუ არა, ამ გადამოწმების საშუალებაც ხშირად ისპობა ჩართული მხარეებისთვის” – ამბობს ივანე ბურდული.

გადასატანი ყუთის სიაში კოორდინატორი, როგორც წესი, სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერ ამომრჩეველს სვამს, ამიტომ ხშირად მას, ვინც გადასატან ყუთს ნამდვილად საჭიროებს, გართულებული პროცედურების გავლა უწევს.

ამ შემთხვევაში, შეიძლება დარჩნენ ისეთი ადამიანები, ვინც სახელისუფლებო პარტიის მომხრეები არ არიან” – თქვა ივანე ბურდულმა

ივანე ბურდული გადაცემაშივე ამბობს, რომ ამ სისტემის მიღმა საოლქო საარჩევნო კომისია, ადგილობრივი შტაბები და ძალოვნები კოორდინირებულად მოქმედებენ.

ცნობისთვის, ივანე ბურდული, ამომრჩეველთა ბინაზე არარსებული, უცხო პირების მიწერას იუსტიციის სამინისტროს უკავშირებს.

ივანე ბურდული საარჩევო “კარუსელზე” საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ივანე ბურდული “ცესკოში” საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 5 ნოემბერს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიალიკა კუპრავა – „გაბათილებულია ბიულეტინების უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა – 146 192 ბიულეტინი“
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე ოპოზიციის აქციებზე: მე ხომ არ მივალ იქ, რომ დისტანცია დაიცვან