იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი მიქაუტაძე უზენაესის კანდიდატად წარადგინა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი მიქაუტაძე უზენაესის კანდიდატად წარადგინა. მან 11 ხმა მიიღო.

გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო იმ სიიდან, რომელიც იუსტიციის საბჭომ საქართველოს პარლამენტს რამდენიმე თვის წინაც წარუდგინა.

გიორგი მიქაუტაძე 2016-2017 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2017 წლის აპრილში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, ხოლო იმავე წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც 2018 წლის 2 აგვისტოს თანამდებობა დატოვა, გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს რამდენიმე წევრი ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიდავით ქაშიაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიაში იმუშავებს
შემდეგი სტატია7 სექტემბერს „Black Sea Arenas -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება