იუსტიციის უმაღლესი საბჭო 12 მოსამართლეს სასამართლოებში უვადოდ დანიშნავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველად მოსამართლეებს უვადოდ დანიშნავს. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კენჭი ეყრება იმ 12 მოსამართლეს, რომლებსაც 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურება. 12 მოსამართლეს შორის არიან ნაზღაიძე ნატალია, გიორგი მიროტაძე, გერმანე დადეშქელიანი, ნინო შარაძე, ციცინო კიკვაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნანა ჯანხოთელი, გოჩა ფუტკარაძე, ხათუნა ხომერიკი, ნანა ჭიჭილეიშვილი, მურთაზ მეშველიანი და ლევან მიქაბერიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას და უვადოდ დანიშვნისთვის მოსამართლეს საბჭოს ათი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. მოსამართლის თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე ინიშნებიან. რაც შეეხება გახმაურებული საქმეების მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ყველა ეს საქმე უზენაეს სასამართლოში იხილება. მურუსიძე აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია მოსამართლეებს კონკრეტულ საქმეებზე კითხვები დაუსვას.

მისივე თქმით, კანდიდატების არჩევისას მთავარი კრიტერიუმებია კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესარჩევ მოსამართლეებს შორის არიან გიგი უგულავას საქმის მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი და ასევე “რუსთავი 2”-ის საქმის მოსასამართლე ნატალია ნაზღაიძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში კოლეგიის თავმჯდომარე იყო. ამ 12-მა კანდიდატმა გასაუბრების ეტაპი უკვე გაიარა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ლარი კვლავ არასტაბილურია და არსებობს მისი შემდგომი გაუფასურების რისკი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : “სტარტაპებს” მსხვილმა ბანკებმა არ უნდა შეხედონ, როგორც გერს