იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„გადადგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, ამ მოთხოვით, საბჭოსთან სამოქალაქო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ლევან მურუსიძის შესაძლო უვადოდ დანიშვნას აპროტესტებენ და მისი კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ. დღევანდელ საბჭოს სხდომაზე განიხილება ლევან მურუდიძის და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მაია სულხანიშვილის უვადოდ გამწესების საკითხი.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის განმხილველი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მართლმსაჯულების სისტემას საფრთხია ქვეშ აყენებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წევრი, ოლიკო შერმადინი ამბობს, რომ „მურუსიძის საქმიანობის შეფასება ვერ მოხდება, რადგან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შემდეგ, მას არცერთი საქმე არ განუხილავს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცესების დაჩქარება და მურუსიძის უვადოდ დანიშვნა მისი ვადის ამოწურვამდე სურს. ლევან მურუსიძის მსგავს ვითარებაში უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე მაია სულხანიაშვილია.

ოსამართლის თანამდებობაზე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის საკითხი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ 22 აპრილს გამართულ სხდომაზე გაიტანა, თუმცა მაშინ სხდომა გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში ხვალ იმღერებს