იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს საგანგებო სხდომა გაიმართება. საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის შესახებ მედიით გავრცელებულ ჩანაწერებს შეეხება.

„2016 წლის 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა, მედიით გავრცელებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ჩანაწერში საუბარი სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის მიმდინარეობს. აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ, რის კონტექსტშიც მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშად“ მოიხსენიებს, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი – „კატასტროფას“ უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საბჭო დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია : იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები, მთელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს