ირაკლი ალასანია : იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები, მთელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას პოლიტიკოსები აფასებენ, ამასთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ეს ფაქტი არის უმძიმესი დანაშაული და მოტივი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

“საარჩევნო გარემო დღითიდღე უფრო იძაბება, პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე ფაქტებს, რომელიც არაჯანსაღ საარჩევნო გარემოს ქმნის. სულ რამდენიმე დღეში არჩევნებია, ამიტომ ყველა მსგავს ფაქტს პოლიტიკური ელფერი გასდევს. არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, დედაქალაქის ცენტრში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა ააფეთქეს, რასაც რამდენიმე მოქალაქის დაშავება მოჰყვა.
ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი და გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ, თავად ფაქტი პოლიტიკოსის აფეთქების, საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის და სახელმწიფოს დასუსტების განცდას. საგანგაშოა, რომ თავგასული ორგანიზებული კრიმინალები შეუფერხებლად სჩადიან დანაშაულებს და საზოგადოებას ტერორში ამყოფებენ.

,,თავისუფალი დემოკრატები” ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტაბისგან. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, ვინაიდან, ასეთი განუკითხაობა და იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები, მთელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს. ამას მოვითხოვთ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისაგან, რადგან მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთელი სიმძიმით მათ ეკისრება!”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიადღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “ვარდების მოედანზე” შეკრებას გამართავს