იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2018 10:15

იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს. განცხადება ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა:
„იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ცხედრის დასაბრუნებლად ცხინვალის რეგიონიდან. ამის შემდეგ მოხდა გადმოცემა ცხედრისა, რომელსაც ჩვენ მივაგეთ პატივი, მივაბარეთ მიწას, მაგრამ არ გაჩერებულა სარჩელის მომზადების პროცესი. ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ იმ ყველა პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენს, როგორც მოსარჩელე მხარის, შანსებს, და, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2018 10:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics