„ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ვეჯინში – დაშავდა მოზარდი
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლის მიმდებარედ, სადაც „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს, ხმაურია