იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

news
ავტ.: news სექტემბერი 6, 2016 13:17

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.

კენჭისყრა კომიტეტში დღეს გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო შვიდმა დეპუტატმა, აქედან ლევან ბოძაშვილს მხარი დაუჭირა შვიდივე დეპუტატმა, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს კი – ხუთმა დეპუტატმა, ორმა კი წინააღამდეგ მისცა ხმა.

კანდიდატების საკითხი პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს.

news
ავტ.: news სექტემბერი 6, 2016 13:17