ევროპარლამენტი: ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველომ 2015 წლის ბოლოსთვის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა

ევროპარლამენტის, სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ (LIBE) საქართველოსა და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ გამართული კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
“ორშაბათს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს და კოსოვოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლების მინიჭების გეგმებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, ორმა თავი შეიკავა, საქართველოსთვის კი – 44 ხმით ხუთის წინააღმდეგ“ – აღნიშნულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს ნაწილში, აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო, ხოლო 2015 წლის ბოლოსთვის ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ქვეყანამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.
„აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მომხსენებელი, მარია გაბრიელი მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გააქტიურებისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის თემებზე.
საჭიროა მეტი ძალისხმევა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიის თავისუფლება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, არჩევნების სამართლიანობა, ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის გაზრდა, ამბობს გაბრიელი” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძე ვარაუდობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის ხვალინდელ სესიაზე განხილვა ვერ მოხერხდება
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა