იური შვეცი ვიდეობლოგში ყვება, რომ ზოგიერთმა სახლემწიფომ, მათ შორის საქართველომ, კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოა

КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად აშშ-ს მოქალაქე და ჟურნალისტი, იური შვეცი თავის ვიდეობლოგში ყვება, რომ ზოგიერთმა სახლემწიფომ, მათ შორის საქართველომ, კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოა. მისი თქმით, ეს ქვეყნები დათანხმდნენ დახმარებოდნენ მოსკოვს სანქციებისგან თავის არიდებაში.

“როგორც ცნობილი გახდა, რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა საიდუმლოდ აწარმოეს მოლაპარაკებები კრემლთან და დათანხმდნენ დახმარებოდნენ მოსკოვს იმ სანქციების გვერდის ავლაში, რომელიც რუსეთს დაუწესდა უკანასკნელ კვირაში, ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. საუბარია იმაზე, რომ მაგალითად, თბილისი იქცა საჰაერო გადაზიდვების ჰაბად, რუსეთიდან სხვა ქვეყნებში და უკან, ანუ იქ დაჯდება საქონლით დატვირთული რუსული თვითმფრინავები, რუსულ საქონელს თავიდან შეფუთავენ ქართულად და შემდეგ რუსეთში დამზადებული პროდუქცია გავა უკვე როგორც ქართული პროდუქცია”, – ამბობს იური შვეცი.

banner
წინა სტატიაშილიეტუვას პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებით, შეკავების პოლიტიკა საკმარისი აღარ არის
შემდეგი სტატიარუსეთის პატრიარქი: ომი მიმდინარეობს, რადგან მათ არ სურთ გეი აღლუმები დონბასში