იულია ტიმოშენკო – მიშა, მინდა გთხოვო შეწყვიტო შიმშილობა

ძვირფასო მიშა, კარგად ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად. ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გაუშვეს.

როგორც იულია ტიმოშენკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტოს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.

„მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში განვახორციელე, ჩვენთან ყველაზე ძმურ სახელმწიფოში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით „ვარდების რევოლუციას“ და მის წარმატებას. შემდეგ კი, თავადაც წავედით მსგავსი რევოლუციური გზით. მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია, ბევრგზის გვიკამათია, მაგრამ ყველაფერი ადამიანურია. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას. მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის დემოკრატიული, თავისუფალი და მყარად მდგომი საქართველოსთვის და ეს მისთვის უმთავრესია. მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტპატიმრობაში ყოფნა, ამას არასოდეს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა, პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო. ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში. სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.

ძვირფასო მიშა, მე როგორც არავინ, კარგად ვიცი პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად. ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ამავე დროს, მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები. ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით მათ ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, – ეს მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. მიშა შეხვედრამდე თავისუფლებაზე“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი კი ამბობს რომ, მას კარგად ახსოვს, საქართველო იმ დროს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა. მისი თქმით, ეს იყო ნახევრად დანგრეული, კრიმინალური ქვეყანა, გზებისა და ელექტროენერგიიას და სამართლიანობის გარეშე.

გულისტკივილით შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება. სააკაშვილი არის ჩემთვის გამორჩეული პოლიტიკოსი და გამორჩული რეფორმატორი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, მან იმდენი რამ გააკეთა თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის თუ ეს არ არის ჯეროვნად ჯერ შეფასებული, აუცილებლად დაფასდება მომავალში.

კარგად მახსოვს, საქართველო სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა. ეს იყო ნახევრად
დანგრეული, კრიმინალური ქვეყანა. ეს იყო ქვეყანა, გზებისა და ელექტრო ენერგიის გარეშე, ეს იყო ქვეყანა სამართლიანობის გარეშე. მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდით მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა, საქართველო აყვავებულ ქვეყანად აქცია, ქვეყნად შესანიშნავი გზებით, ჯანდაცვით, განათლებით, ქვეყნად სადაც სამართლიანობა ზეიმობდა და ეს იმდენად კარგად ჩანდა, რომ რთული იყო არ აღფრთოვანებულიყავი.

აღფრთოვანებას იწვევდა თბილისი,ბათუმი, გზები, პოლიციელები, კრიმინალის არარსებობაც და ახალგზარდა ქართველების თვალებში გაჩენილი იმედიც,რომ ისინი იცხოვრებდნენ ცივილიზებულ, სამართლიან ქვეყანაში. ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეში არ არის, ის აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს და ძალიან მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მალე ვნახო გისოსებს მიღმა. მე მოვუწოდებ საქართელოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი გარეთ ყოფნისთვის. მე ძალიან მინდა მალე შევხვდე მას, ჩავხედო თვალებში და ვუთხრა კეთილი სიტყვები, მისი ქვეყნის შესახებ, რომელიც მიშას წყალობით გახდა წარმატებული, – აცხადებს დიმიტრი გორდონი.

მესამე პრეზიდენტს მიმართავს დავით არახამიაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ასევე მხარდაჭერას უცხადებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამ ვიდეოს ვწერ რათა რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო, მოვითხოვ მის დაუყონებლივ გათავისუფლებას. არცისე დიდი ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე მიღწევები და კაპიტალური მშენებლობები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია. მიხეილ უკრაინა შენს გვერდითაა, – დავით არახამია.

banner
წინა სტატიაშიგია ბუღაძე: “ფული, მაყუთი, მეტი არაფერი, შენ მდიდარი არა ხარ, შენ ფულიანი ხარ. მდიდრები ვართ ჩვენ, სიმდიდრე და ფულიანობა ერთი და იგივე არ არის..”
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე – მიხეილ სააკაშვილი ფენიქსივით აღდგა და მუხტი გადასდო საზოგადოებას