იტალიის ქალაქი პეზარო ოსი მხატვარების ნამუშევართა გამოფენას მასპინძლობს

გამოფენა გაიხსნა პროექტის “ ევროპაში ოსური კულტურის დღეების” ფარგლებში და ოსური მედიიც ცნობით, წარმოადგენს დასკვნით ნაწილს ღონისძიებებისა, რომლებიც ჩატარდა ბრიუსელში, ლუქსემბურგში, პარიზსა და პრაღაში.
პროექტის ავტორია პროფესიით რეჟისორი როდიონ ფუხაევი, რომელიც წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდანაა, თუმცა იქ უკვე 15 წელია, რაც არ ცხოვრობს.
ფუხაევს ცალსახად სეპარატისტული პოზიცია უკავია, ცდილობს ევროპაში საქართველოს სახელი გაუტეხოს და შეაცოდოს ევროპულ საზოგადოებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. 2008 წელს ფუხაევმა ევროპის პოლიტიკურ პარტიებს მიმართა სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან დაცვის მოთხოვნით. 2010 წლიდან იგი სპეკულირებს ოს მხატვართა შემოქმედებით და ცდილობს კულტურული სახის ღონისძიებებზე “შეაგდოს” ცხინვალის რეჟიმის აღიარების საკითხი.

banner
წინა სტატიაშიქინძმარაულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა