იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიამ პიკს ჯერ არ მიაღწია

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის სილვიო ბუსაფეროს თქმით, იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიამ პიკს ჯერ არ მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, ბუსაფეროს თქმით, ახლა არსებობს ეპიდემიის შენელების ნიშნები, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ეპიდემიის პიკი შორს არ არის.

„როდესაც დაღმასვლა დაიწყება, რამდენად სწრაფად მოხერხდება ინფიცირებულთა რიცხვის შემცირება, ეს ჩვენს ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ბუსაფერომ.

იტალიაში 26 მარტს ვირუსით 712 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშითამაზ ხუბუა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეზე გავრცელებულ სიცრუეს ეხმაურება
შემდეგი სტატიახელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე