იტალიაში 38 წლის “ნათლი-ბებია” დააკავეს კოზა ნოსტრადან

იტალიაში 38 წლის

itaიტალიის პოლიციამ ტერეზა მარინო დააკავა, რომელიც სიცილიის დაჯგუფება კოზა სოტრას ფილიალში მუშაობდა. როგორც La Repubblica იტყობინება, ტერეზა მარინო დაჯგუფებას ბურალტერიის წარმართვაში და თევზის უკანონო ვაჭრობაში ეხმარებოდა.
მარინოს გარდა მიმდინარე კვირას პოლიციის სპეცოპერაციისას დაკავებულ იქნა სხვადასხვა ბანდის 37 წევრი.

პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეუღლის დაკავების შემდეგ, ტერეზა, ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა კოზა-ნოსტრას “ფილიალს” – პორტო-ნუოვას, პალერმოში.

კლანის ხელმძღვანელობის შემდეგ, რომელიც 2014 წელს მეუღლის დაკავების შემდეგ დაიწყო მარინომ, მან დაკავებული მაფიოზების ცოლებს კომპანსაციის გადახდა შეუმცირა და დანაშაულებრივი დაჯგუფების რამდენიმე სფეროში რეორგანიზაცია გააკეთა: მაგალითად, ნარკოტიკებისა და არალეგალური თევზის გაყიდვის ახალ გზებს ეძებდა. გამოცემის თანახმად, პალერმოში თევზის მწარმოებლების რეკეტის 27 შემთხევვა დაფიქსირდა, რაც თითქოს ნიშნავს კლანის მცდელობას, გამხდარიყო მონოპოლისტი თევზით ვაჭრობაში.

38 წლის მარინო 5 შვილის დედა და ბებიაა.

banner
წინა სტატიაშიმარილ ლე პენი ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდაშია ეჭვმიტანილი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას ხელი მოაწერა