მარილ ლე პენი ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდაშია ეჭვმიტანილი

ეგზიტპოლების მონაცემებით ლე პენის პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების მონაცემებით ლე პენის პარტია ლიდერობსფრანგული პარტია “ნაციონალური ფრონტის” ლიდერის მარინ ლე პენის წინააღმდეგ ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის ბრალდებით გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ RFI ავრცელებს ინფორმაციას.

გამოძიების მიზეზი პოლიტიკოსის მიერ “ტვიტერზე” გამოქვეყნებული ფოტოა, სადაც აღბეჭდილია თუ როგორ უსწორდებიან ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ტყვეებს მიერ სირიასა და ერაყში. ლე პენმა ფოტო დღეს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა ჟან-ჯან ბურდენმა ლე პენსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის პარალელი გაავლო. გამოქვეყნებულ ფოტოზე პოლიტიკოსმა წარწერა გააკეთა: “ეს ისლამური სახელმწიფოა და არ შეგეშალოთ “ნაციონალურ ფრონტთან”.

ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილი იყო ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის 2014 წელს თავის მოკვეთა. მისმა მშობლებმა აღშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ მათი შვილის ფოტო პოლიტიკური მიზნებისთვის იქნა გამოყენებული.
“ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა ფოტო აიღო “ტვიტერიდან” და განაცხადა, რომ არ იცოდა, ვინ იყო ფოტოზე აღბეჭდილი. ლე პენს ტვიტერზე 840 ათასი ხელისმომწერი ყავს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: “ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია “
შემდეგი სტატიაიტალიაში 38 წლის “ნათლი-ბებია” დააკავეს კოზა ნოსტრადან