პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას 20 თებერვლამდე.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერეჩხილაძე აცხადებს, პარლამენტმა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების თარიღად 31 დეკემბრის ნაცვლად 20 თებერვალი განსაზღვრა, რასაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

„გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ პარლამენტში პარალელურ რეჟიმში იხილება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც ეხება მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს, ეს საკითხები უკვე მეორე მოსმენითაა მიღებული და ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ხელს აწერს 20 თერბერვლამდე მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას. თუმცა იმავდროულად, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პარლამენტში ამ საკითხზე მიმდინარე მსჯელობას და პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილება ამ საკითხზე, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტი არსებით რეგულაციებს მიიღებს“, – განაცხადა კვერეჩილაძემ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გაურკვევლობას ბადებს რამდენიმე საკითხი. მისი თქმით, აღნიშნული გადავადების მიზეზად ტექნიკური პრობლემები დასახელდა, რომელიც შესაძლოა, უფრო ადრე მოწესრიგებულიყო.

„გაურკვევლობას ბადებს რომ მაშინ, როდესაც ამ ნორმის ბოლო გადავადებიდან 2 წელია თითქმის გასული, რატომ არ მოხდა, უფრო ადრე, დროის რაციონალურად გამოყენების რეჟიმში, იმ საჭირო მატერიალური თუ სამოსამართლეო რესურსების მოძოიება. გაურკვეველია ის საკითხიც, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2009 წელს იქნა მიღებული და უკვე მეხუთედ ხდება ამ ნორმის გადავადება“, -აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში 38 წლის “ნათლი-ბებია” დააკავეს კოზა ნოსტრადან
შემდეგი სტატიასკანდალი მერიაში – კრწანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს?