ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე ხელი არ მოუწერია

ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით პარტიებისადმი გავრცელებულ მიმართვაზე მისი ხელმოწერა არ არის.

როგორც 2030.news-ს ზაზა აბაშიძემ განუცხადა, ამ მიმართვის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა და, შესაბამისად, ვერც ხლემოწერას გააკეთებდა.

„ეს არ არის ჩემი ხელმოწერა. მე არაფერი ვიცოდი ამ წერილზე. როგორც მითხრეს, არსებობს სხვა ზაზა აბაშიძე, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგნეს. უამრავი ადამიანი მირეკავს და ყველას ვეუბნები, რომ მე ხელმომწერებს შორის არ ვარ“, – განაცხადა ზაზა აბაშიძემ.

საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ჩხაიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას უარყოფს
შემდეგი სტატიამსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში