ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმა რეიდერ ქიბარ ხალვაშს – ოპოზიციის საგანაგებო განცხადება

ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმა რეიდერ ქიბარ ხალვაშს – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „რუსთავი 2″-ის საქმეზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ რეიდერულად ჩაიგდო ხელში სამაუწყებლო კომპანია. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, “რუსთავი 2” არის იდეოლოგია და ღირებულებები.

“ჩვენ არასოდეს შეგვიტანია ეჭვი ევროპულის სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლომ პროცედურული ასპექტების განხილვისა ვერ გაითვალისწინებდა ჩვენს სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა ალბათ იმას, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, შედეგად ვღებულობთ იმასა, რომ დამოუკიდებელი ობიექტური თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის ხმას ჩვენს წვდომას ჩვენს ამომრჩეველთან საგრძნობლად ასუსტებს. ჩვენ ამ წუხილს უერთდება სრულიად სამოქალაქო საზოგადოება, აქ მყოფი ოპოზიციური სპექტრი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ვითხოვდით, ვთხოვდით ამ დროის განმავლობაში, რომ ხელისუფლებას არ გადაეფორმებინა ტელევიზია ე.წ, მფლობელისთვის დას და დიდი პალატის საბოლოო გადაწყვტილებას, როგორც მან ეს არაერთხელ განახორციელა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, კერძოს მერაბიშვილის მიმართებით. ამის მაგივრად, ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმა რეიდერ ქიბარ ხალვაშს და დაინიშნა ახალი გენერალური მდივანი. “რუსთავი 2” არ არის კილომეტრებით კაბელები, “რუსთავი 2” არ არის მხოლოდ გადაცემები, “რუსთავი 2 “უპირველეს ყოვლისა არის იდეოლოგია და ღირებულებები,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2-ის” ოკუპაცია მოახდინა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი მფლობელები სტრასბურგის გადაწყვეტილებას დიდ პალატაში გაასაჩივრებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი რომ ახსნის საიდან ჰქონდა 2004 წელს 7 მილიონი დოლარი, ალბათ ხალვაშსაც ექნება პასუხი – სალია