ისლანდიის მთავრობა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე არ წავა

ისლანდიის მთავრობამ რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლაზე უარი განაცხადა -ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სამთავრობო გვერდზე ვრცელდება.
“სოლსბერიში თავდასხმის შემდეგ ისლანდიის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღეს. მათ შორის, რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის დროებით შეწყვეტა. ამასთან დაკავშირებით, ისლანდიის ლიდერებმა გადაწყვიტეს რუსეთში ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე არ წავიდნენ” – ნათქვამია განცხადებაში.

სოლსბერიში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს პიმიური ნივთიერებით მოწამლეს. ოფიციალური ლონდონის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მოწამვლის უკან რუსეთი დგას.

banner
წინა სტატიაშიგროზნოში მრავალსართულიან სახლში ხანძარი ჩააქრეს
შემდეგი სტატიამსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნები დასახელდა