ისლამურმა სახელმწიფომ ტყვე ქალების “შენახვის” წესები შეიმუშავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 30, 2015 01:11

ისლამურმა სახელმწიფომ ტყვე ქალების “შენახვის” წესები შეიმუშავა

ისლამურმა სახელმწიფომ ტყვე ქალების "შენახვის" წესები შეიმუშავატერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ ტყვე ქალების “შენახვის” წესები შეიმუშავა. შესაბამისი ფეტვები ამერიკული არმიის სპეცდანიშნულების რაზმმა იპოვა სირიის ტერიტორიაზე. რეგლამენტიდან ამონარიდს “როიტერსი” აქვეყნებს.

ფეტვში საუბარია იმაზე, რომ ტყვე ქალის პატრონს უფლება აქვს მასთან სექსუალური კავშირი იქონიოს. მამას და შვილს ერთსადაიმავე ქალთან სექსი ეკრძალებათ. გარდა ამისა, წესების ჩამონათვალში ნათქვამია, რომ ბოევიკებს, რომლებსაც დედა-ქალიშვილი ყავთ ტყვედ, სექსუალურ კავშირის დამყარება მხოლოდ ერთ-ერთ მათგანთან შეუძლიათ.

გაერომ და სხვა უფლებადამცველმა ორგანიცაზიებმა არაერთხელ დასდეს ბრალი ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ათასობით 12 წლამდე მოზარდების გაუპატიურებაში.
Human Rights Watch-ის აპრილის მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ქალებს ერთმანეთს ჩუქნიან ან მონად ყავთ.

გარდა ამისა, გაეროს სექსუალური ძალადობისა და კონფლიქტების საკითხების წარმომადგენელმა ზეინაბ ბანგურამ დაადასტურა, რომ ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე 1-9 წლამდე ბიჭები და გოგონები 165 დოლარი ღირს, 11-16 წლის მოზარდები კი 124 დოლარი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 30, 2015 01:11