,,ისლამურმა სახელმწიფომ,, ბენ ლადენის თავშესფარი თორა ბორა დაიკავა…

,,Khaama Press,, -ის ცნობით, ავღანური პროვინცია ნანგაჰარის ტეროტორიაზე მდეებარე თორა ბორას მთიანი რაიონი, რომელიც ალ-ქაიდას ლიდერის ბენ ლადენის თავშესაფარი იყო წლების მანძილზე, ბრძოლებით დაიკავა.
ავღანური წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თორა ბორას დაკავების შესახებ ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, საკუთარი რადიოსადგურის მეშვეობით ამცნო საზოგადოებას, რაც მოგვიანებით ადგილობრივმა ავღანურმა სპეცსამსახურებმაც დაადასტურეს.
ავღანური სპეცსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, თორა ბორას ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკავება, ,,ისლამურ სახელმწიფოს,, კიდევ ერთი ტერორისტულ ორგანიზაციის ,,თალიბანის,, ბოევიკებთან მძიმე ბრძოლებში წარმატების შედეგად მოახერხა.

banner
წინა სტატიაშიvideo ბესიკ ფარცვანია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სერიოზულად დაზარალდა
შემდეგი სტატიაწალენჯიხა-სერგო შელიას ოჯახი