“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი ტრამპის გაპრეზიდენტებისთვის ლოცულობს

“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი ტრამპის გაპრეზიდენტებისთვის ლოცულობს
ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, რომლის ფუნქციაა ახალწვეულების მიღება, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისთვის ლოცვებს კითხულობს – The Daily Mail-ი წერს ჟურნალ Foreign Affairs-ზე დაყრდნობით.
ჟურნალისტებმა მონაცემები Telegram-ის ჩატის გაანალიზებისას აღმოაჩინეს. მათ სამი მიზეზი აღმოაჩინეს იმისათვის, თუ რატომ შეიძლება ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა ისლამისტებისთვის ხელსაყრელი იყოს. პირველი – კანდიდატის აგრესიული რიტორიკა, მეორე – რესპუბლიკელის წინადადება მუსლიმების დარეგისტრირების შესახებ, რაც ჯიჰადისტებს საშუალებას მისცემს ისლამის მიმდევრებს ჯიჰადისტებთან გაერთიანებისკენ მოუწოდოს და მესამე – ისინი თვლიან, რომ ტრამპის მსგავსი პოლიტიკოსები არარაციონალურები არიან და ემიციურები, რაც აშშ-ს დაასუსტებს.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ნოეს კიდობანს” ლომი ლეო გამოაკლდა
შემდეგი სტატია,,თუ ვინმეს სჯერა, რომ სანდრა რულოვსი და მისი მეუღლე ამ ქვეყანას გაახარებს, მისი საქმე ცუდადაა”