“ნოეს კიდობანს” ლომი ლეო გამოაკლდა

ჯორჯიის შტატის გარეული ცხოველების თავშესაფარში “ნოეს კიდობანი”, უკანასკნელი 16 წლის მანძილზე მეგობარ დათვს, ლომს და ვეფხვს ლომი ლეო გამოაკლდათ – ის ღვიძლის კიბოს აღმოჩენის შემდეგ დააძინეს – ავადმყოფობის გამო ლეო საჭმელს არ ჭამდა და ფაქტობრივად, სულ ეძინა.
‘ნოეს კიდობანის’ სპეციალსიტებმა განაცხადეს, რომ ვეფხვს და დათვს ინტენსიურად აკვირდებიან, რომ მეგობრის დაღუპვის გამო დეპრესიის შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ.
თავშესაფარში 2016 წლის მარტში ლეოს, ბალუსა და შერხანის მეგობრობის 15 წლისთავი აღნიშნეს. ისინი, პაქტიკულად ყველა დროს ერთად ატარებდნენ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე თავს იმართლებს
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი ტრამპის გაპრეზიდენტებისთვის ლოცულობს