ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ხელფასს ორჯერ შეუმცირებენ

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ხელფასს ორჯერ შეუმცირებენ

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ხელფასს ორჯერ შეუმცირებენისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ხელფასი ორჯერ შეუმცირდებათ – ამის შესახებ The Independent წერს ტერორისტული დაჯგუფების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.
“შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინაშე დგას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყველა მუჯახედს ხელფასი გაუნახევრდება. ეს გადაწყვეტილება ეხება ყველას, მიუხედავად მის მიერ დაკავებული პოზიციისა” – ნათქვამია ბრძანებაში, სადაც ასევე მოყვანილია ციტატა ყურანიდან, სადაც მსჯელობაა “სიმდიდრის გამო ჯიჰადზე” და “სულის გამო ჯიჰადზე”. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თვეში ორჯერ პროდუქტების დარიგების პრაქტიკა ძალაში რჩება.

11 იანვარს კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, ერაყში დაბომბა ისლამური სახელმწიფოს ფულის შემნახველი შენობა, რომლის შედეგადაც ბუნკერში შენახული ფულის მასა სრულიად განადგურდა.
ამერიკული უწყების თქმით, სავარაუდოდ, მილიონობით დოლარი დაიწვა.

banner
წინა სტატიაშიღორის გრიპის გამოვლენის რაოდენობა საქართველოში 8 000-ს აჭარბებს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო სიაში მთავრობის შემადგენლობიდან არავინ იქნება