“ისლამური სახელმწიფო” ერაყისა და სირიისთვის შურს ევროპაში იძიებს

ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” სირიასა და ერაყისთვის შურს ევროპაში იძიებს – ამის შესახებ დღეს ესპანური “ეიბისი” დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმის სავარაუდო მსხვერპლები მასობრივი თავშეყრის ადგილები იქნება – სტადიონები, კონცერტები, მსხვილი სატრანსპორტო საშუალებები.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შესაძლებელია ახალი თავდასხმები პარიზის ტერატების წლისთავზე მოხდეს. ის ექსტრემისტების ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მოწოდებას იხსენებს, რომელმაც თავის მომხრეებს მიმართა “ურწმუნოების სისხლის მდინარეები დააყენონ”.

პარიზის ტერაქტები 2015 წლის 13 ნოემბერს მოხდა, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა და 350-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარია იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად გამოადგება ქვეყანას