არჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარია იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად გამოადგება ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე წარდგენილი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” პროპორციული სიიდან რამდენიმე ადამიანმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს.

როგორც თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, სამთავრობო თანამდებობებთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი არაუგვიანეს ორ კვირაში გახდება.

„არ გამოვრიცხავ. პროპორციული სიიდან რამდენიმე ადამიანი, გამონაკლის შემთხვევებში გადაინაცვლებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თუმცა ამასთან დაკავშირებით, როგორც პრემიერმა დღეს განაცხადა, დაზუსტებული ინფორმაცია შემდეგი დღეების, არაუგვიანეს ორი კვირის განმავლობაში გახდება მოსახლეობისთვის ცნობილი“,-განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიორგი გახარიამ გადაინაცვლოს, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ „გახარია იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად გამოადგება ქვეყანას“.

„გახარია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ადამიანი, რომელსაც აქვს საქმის კეთების თანამედროვე ცოდნა და რა თქმა უნდა მისი ღირებულება ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მაღალი.

გახარია იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად გამოადგება ქვეყანას და იმ განვითარებას, რომელსაც ვგეგმავთ შემდეგი წლების განმავლობაში“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მოიაზრება.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფო” ერაყისა და სირიისთვის შურს ევროპაში იძიებს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს გააჯანსაღებს