ISIS ირწმუნება რომ “რუს ჯაშუშს” თავი მოჰკვეთა- “ისლამურმა სახელმწიფომ” ვიდეორგოლი გაავრცელა

“ისლამურმა სახელმწიფომ” ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც, მათი მტკიცებით, ნაჩვენებია “რუსი ჯაშუშის” სიკვდილით დასჯა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ი ავრცელებს.

ვიდეოში ტერორისტი მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და აფრთხილებს მას, რომ რუსეთი არ არის დაცული ISIS-ის დარტყმებისგან. “ისლამური სახელმწიფოს” წევრი ამბობს, რომ ისლამისტები რუსეთის მოქალაქეებს არ მოასვენებენ და ყველას მოკლავენ.

ვიდეოს მიხედვით, ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მას სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას. როგორც თავად ამბობს, სირიაში ის “ისლამური სახელმწიფოს” ე.წ. შიდა უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.

https://www.youtube.com/watch?v=nffEweVoBag

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი გიორგი მღებრიშვილს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომობილებია