ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგი: გამოიკვეთა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია, ძირითადად, რეგიონებში

„სამართლიანი არჩევნები” (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია, ძირითადად, რეგიონებში.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა.

გენდერული კვოტირების მოდელის გაუარესების ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა პოლიტიკაში ქალთა მიმართ მტრული გარემოს არსებობის პრობლემა” – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

უფრო კონკრეტულად:

“დაფიქსირდა “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის – 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების -7, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის -2, სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციების – 2, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 4, მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის – 4, ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის 5 ფაქტი.

გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები, დაანონსებული მასშტაბური აქციები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის მასშტაბური ტენდენცია.”

ISFED-მა მონიტორინგი 2021 წლის 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიხმალაძე – ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა
შემდეგი სტატიამდინარაძე ენმ-ზე: მათ მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ შეგუება იმ მარცხთან, რასაც კიდევ ერთხელ განიცდიან