მდინარაძე ენმ-ზე: მათ მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ შეგუება იმ მარცხთან, რასაც კიდევ ერთხელ განიცდიან

ქვეყანას ნამდვილად არ სცალია უპერსპექტივო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების შექმნისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ მერები და საკრებულოს წევრები ავირჩიოთ, 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. რაც არ უნდა სპეკულაციები მოაყოლონ ამას და ჩვენი სწორი გადაწყვეტილება გააკრიტიკონ, საპარლამენტო არჩევნების ბედი არ იქნება მიბმული და ამას უნდა შეეგუონ. ინფორმაცია არის იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და შეიძლება ისევ დესტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდეს, მაგრამ მგონია, მათ მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ შეგუება იმ მარცხთან, რასაც კიდევ ერთხელ განიცდიან თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით. მათ სხვა გამოსავალი არ ექნებათ, შეიძლება დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მიღება დიდად არ ხიბლავთ, მაგრამ მაინც მოუწევთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგი: გამოიკვეთა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია, ძირითადად, რეგიონებში
შემდეგი სტატია“ამერიკის ელჩს არ დასჭირდებოდა ასეთი მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი”