,,ის ვინც ქონების მთავარი ჩამომრთმეველი იყო, აგერ გვიზის მთავარი პროკურორობის კანდიდატად”

ის ვინც ქონების მთავარი ჩამომრთმეველი იყო, აგერ გვიზის მთავარი პროკურორობის კანდიდატად, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა , კობა სუბელიანმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავარი პროკურორის დამტკიცების საკითხი განიხილება.
სუბელიანმა “ელიტ ელეტრონიქსის”, “ალბატროსის”, “სონის” საქმეები გაიხსენა.
“ამ საქმეებს ე.წ. ჩამორთმევების საქმეს ეძახიან. როცა ირაკლი შოთაძის ბიოგრაფიას კითხულობდით, მთავარი პროკურორობის კანდიდატი ზუსტად იმ წლებში იმ ორგანოებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც ე.წ. ჩამორთმევებს ახორციელებდნენ. ამ თემაზე ჩვენ რაღაზე გვედავებით საერთოდ?! წესით ხმა აღარ უნდა ამოიღოთ, რადგან მთავარი ჩამომრთმეველი ვინც იყო, აგერ გვიზის მთავარი პროკურორობის კანდიდატად და ხმა უნდა მისცეს უმრავლესობამ. მე რომ არავისთვის არაფერი ჩამომირთმევია, ეს მთელმა პარლამენტმა იცის. ჩვენ რაღას გვედავებით ხოლმე, როცა მთავარი ხალხი აგერ გიზით”, – მიმართა უმრავლესობასა და მთავრობის საპარლამენტო მდივანს კობა სუბელიანმა.
ცნობისთვის, მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის სისტემაში კარიერა 2006 წლიდან დაიწყო. 2009 – 2010 წლებში ის მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორი იყო. 2010 წელს შოთაძემ კარიერა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე განაგრძო.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა”
შემდეგი სტატია213-ე საბავშო ბაღში სამართალდამცავები მუშაობენ