ის დღეს პარლამენტში როდესაც უხელმძღვანელებს იმ სესიას, სადაც მტკიცდება რუსული კანონი, ჩაიდენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას – სამადაშვილი პაპუაშვილზე

“ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარეს “მოღალატედ” მოიხსენიებს და ამბობს, რომ რუსული კანონის დამტკიცების პროცესში ის ანტიკონსტიტუციურ ქმედებას ჩაიდენს.

“ძალიან მძიმედ და დასრულებულად ვისი საქმეც არის, ეს არის პაპუაშვილი და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს. თუ კიდევ ვერ დარწმუნდა და უკვე იჩემებს, რომ იმდენად ბრიყვია პაპუაშვილი, რომ ვერ ხვდება, რომ ქვეყნის მოღალატეა, წაიკითხოს რას ამბობს დუგინი და ალბათ მიხვდება, რომ ის დღეს პარლამენტში როდესაც უხელმძღვანელებს იმ სესიას, სადაც მტკიცდება რუსული კანონი, ჩაიდენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას,” – ამბობს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშირა ალტერნატივა არის? რის იმედზე ვართ? ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად ხომ რუსობას ნიშნავს? – ალექსანდრე რაქვიაშვილი
შემდეგი სტატიაიმედი მაქვს, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანა ევროატლანტიკურ გზიდან გადაიყვანოს – ფოტიგა