ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურას მიმართავს, კარგად გამოიძიონ დიმიტრი გაბუნიას გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2019 12:19

ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურას მიმართავს, კარგად გამოიძიონ დიმიტრი გაბუნიას გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, „კარგად გამოიძიონ დიმიტრი გაბუნიას გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“.

როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს გიორგი მიროტაძე წარუდგინა, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას პარტნიორია.ნადირაშვილის თქმით, დიმიტრი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე.

„გიორგი მიროტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა შემოიტანა და პარლამენტს სთხოვა, მისი დამტკიცება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ეს ადამიანი სულ ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა პროკურატურაში. გიორგი მიროტაძე დაკითხეს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით და დაკითხეს იმის გამო, რომ ის არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ბატონი გაბუნიას პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში.

როგორც ირკვევა, დიმიტრი გაბუნია არის ძალიან გავლენიანი ადამიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან. ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე. ამის გამო, ჩვენ გვინდა პროკურატურას მივმართოთ, რომ კარგად გამოიძიოს ამ ადამიანების გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუ ის დაკავებულია ნეპოტიზმით, ჩვენ გვჭირდება ნათელი პასუხი დაკავებულია თუ არა ის შეწყალების საქმეში რაიმე როლის შესრულებით“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2019 12:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,640
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics