ირმა ინაშვილი : ვენეციის კომისია პოლიტბიუროს მსგავს სტრუქტურას ჰგავს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიას საქართველომ მას შემდეგ უნდა მიმართოს, რაც მოსახლეობასთან შეთანხმდება. ამის შესახებ ინაშვილმა გორში, საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-სპიკერის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისიას შენიშვნები ექნება გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულ პარტიისთვის მინიჭების პრინციპებთან დაკავშირებით.

„ვენეციის კომისია რაღაც პოლიტბიუროს მსგავს სტრუქტურას ჰგავს, ყველაფერი იქ უნდა შევათანხმოთ. ჩვენ აქ, საქართველოში უნდა ვწყვეტდეთ ამ საკითხებს და ჯერ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, როგორი საარჩევნო სისტემა გვინდა და მერე იმათ უნდა ვუთხრათ. ისე კი არა, ჯერ იმათ რომ ვუყურებთ, ისინი რას გვეტყვიან, მოიწონებენ თუ არა. გადასანაწილებელ ხმებს რაც ეხება, ვენეციის კომისია კრიტიკულად არის ამ შენიშვნის მიმართ განწყობილი. ვიცი, რომ ბერლინში არის შეხვედრა უახლოეს დღეებში და მე მაქვს მოლოდინი, რომ იქ თქვენ პირდპირ გეტყვიან – შეცვალეთ გადასანაწილები ხმების ეს პროექტი, რაც გაქვთ წარმოდგენილი და თქვენ შეცვლით ამას. რაღაცა სხვა ვარიანტს, უფრო მზაკვრულს შემოგვთავაზებთ, თან თბილი და ლამაზი სახეებით გვეტყვით, რომ ეს დემოკრატიულია. ან მე ვერ ვხვდები რა ხდება, ვერაფერი გამიგია და ეს ხალხია მართლა მართალი, ან კიდევ არ ვიცი რა ხდება, რა პროცესს აქვს ადგილი“, – აცხადებს პარლამენტის-ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ 2011-2012 წლებში პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ექვსი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა