ირმა ინაშვილი: “ქართულ ოცნებას” ვეხმიანები: რასაც აქამდე გეუბნებოდით, ხომ აგიხდათ

დააკვირდით, რა უნიჭო თამაშია. ყურადღებით მოუსმინეთ “ქართული ოცნების” ლიდერების გამოსვლებს. ისინი ნაცმოძრაობას აიგივებენ რადიკალურ ჯგუფთან, ტერორისტებსაც კი უწოდებენ. ამ დროს, ვერ გპასუხობენ, თავის დროზე რატომ არ დასაჯეს ეს რადიკალები და კრიმინალები, რატომ არ დაუჭირეს მხარი ჩვენს რეზოლუციას, მაგრამ სხვა ასპექტს მიაქციეთ ყურადღება, “ქართული ოცნება” ნაციონალურ მოძრაობასთან მხოლოდ ნიკა მელიას და თინა ბოკუჩავას აიგივებს. ეს მაშინ, როდესაც რეალურად ყველაზე რეაქციული, ყველაზე ჭეშმარიტი ნაცმოძრაობა წარმოდგენილია ბოკერიას პარტიაში. ბოკერია დღეს “ქართული ოცნების” ყველაზე ბუნებრივი, ყველაზე ხელსაყრელი, ყველაზე სასარგებლო სატელიტია.
ბოკერია, ერთის მხრივ, თანამშრომლობს ხელისუფლებასთან (ერთად დაგეგმეს გავრილოვის საპარლამენტო პროვოკაცია), მეორეს მხრივ, აქეზებს, უბიძგებს ნაცმოძრაობის მონათესავე ფრთას რადიკალიზმისაკენ ისე, რომ თავად შეინარჩუნოს კონსტრუქციული პოლიტიკური პარტიის იმიჯი. გაიხსენეთ, პარლამენტის წინ ვითარების დაძაბვისთანავე ბოკერია და კანდელაკი მყისვე გაემიჯნენ ძალადობას. არადა, ძალადობის კულუარული მაპროვოცირებლები თავად არიან. “ქართული ოცნების” ლიდერებიც მკვეთრად მიჯნავენ ერთმანეთისგან მელიას და ბოკერიას, კანდელაკს და გოცირიძეს, უგულავას და ნაყოფიას, ნადირაშვილს და ბოკუჩავას. მათთვის მისაღებია “კონსტრუქციული” ბოკერია, ვიდრე რადიკალი მელია.
“ქართულ ოცნებას” ვეხმიანები: რასაც აქამდე გეუბნებოდით, ხომ აგიხდათ. ახლა ბოლო კეთილ რჩევას გაძლევთ: ნამდვილი ნაცმოძრაობაა ბოკერიას პარტია და ნუ ეხმარებით მას ჩამოირეცხოს წარსული. ისედაც ცუდადაა თქვენი საქმე. დაასრულეთ პოლიტიკური ფლირტი ბოკერიასთან. ქართველი ხალხის ინტელექტზე, ეტყობა, ადეკვატური წარმოდგენა არა გაქვთ და ეს ხალხი, რომელიც კარგად გაკვირდებათ, აღშფოთებული და შეურაცხყოფილია თქვენი მზაკვრობებით, ემზადება ამ თამაშების დასასრულებლად. პირდაპირ გაიგეთ, რასაც გწერთ-წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშინუ მაბრმავებ!
შემდეგი სტატიახუხაშვილი: ამორალურია შვილის ტოლა თაობასთან პროცოკატორის ენაზე საუბარი