ირმა ინაშვილი: ლართან ერთად მიმოქცევაში უნდა შემოვიდეს დოლარი და ევროც

პატრიოტთა ალიანსი ხელისულფებას ანტიკრიზისულ 9 პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რომლის პრეზენტაცია საჯაროდ დღეს გააკეეთეს. მათი გეგმის თანახმად, ლართან ერთად მიმოქცევაში უნდა შემოვიდეს დოლარი და ევროც. ირმა ინაშვილის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა მეზობელ თურქეთში და ასევე ჩეხეთშიც არსებობს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სექტორში მომუშავე, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი უნდა გამოეყოს საჯარო სამსახურს და სახელმწიფო დაფინანსებით ბიზნესი წამოიწყოს.

ირმა ინაშვილმა ეკონომიკური გუნდი კვლავ გააკრიტიკა და მასთან ერთად გიორგი კვირიკაშილის გადაყენების მოთხოვნის შესაძებლობაზე კვლავ ისაუბრა.

„ჩვენ ვისმენდით ორი კვირის განმავლობაში ციფრების ბრახა-ბრუხს, რომ ეკონომიკა იზრდება, არის ფანტასტიური მაჩვენებლები ქვეყანაში. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი არ არის, კრიზისია უმწვავესი და დღევანდელი ეკონომიკური გუნდაი მას ვერ შეაჩერებს,“ – განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელბაქიძის ქუჩაზე ლომბარდი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიააშშ-ს ნებისმიერი ხსენება ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში “აბსოლუტურად სასაცილოა