ირმა ინაშვილი – კონფერენციაზე მოვედი იმის სათქმელად, რომ გიგა ბოკერია, რომელიც გუშინ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერებდა, არის მწამებელი

region
ავტ.: region სექტემბერი 10, 2019 16:15

ირმა ინაშვილი – კონფერენციაზე მოვედი იმის სათქმელად, რომ გიგა ბოკერია, რომელიც გუშინ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერებდა, არის მწამებელი

მოვედი, რადგან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვუთხრა, გიგა ბოკერია რომელიც გუშინ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერებდა არის მწამებელი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, დღეს ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოიჩინეს უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისადმი, როდესაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს არ მისცეს საშუალება სიტყვით გამოსულიყო პანელზე.

„საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს, თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნის მასშტაბით, თავისუფლად შევიდეს ყველა შენობასა და დაწესებულებაში და მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ კონფერენციასა თუ სხდომაში. დღეს გამოიჩინეს უპატივცემულობა დამსწრე საზოგადოების ნაწილმა და პირველ რიგში ორგანიზატორებმა საქართველოს კონსტიტუციისადმი, არ სცეს პატივი პარლამენტის წევრს, რომელიც მოვიდა, რომ დასწრებოდა კონფერენციას. მე მგონი საშიში არაფერია და პოლიტიკური დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ როდესაც გუშინ საუბრობდი ჩემზე და საუბრობდა ბატონი ბოკერია სამი საათის განმავლობაში და უამრავი დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, დამახინჯებული ციტატები ჩვენი გამოსვლებიდან, მეც უფლება მაქვს მოვიდე, მივიღო მონაწილეობა კონფერენციაში და ასევე მოვითხოვო რამდენიმეწუთიანი მოხსენების გაკეთება. მე გაცილებით ადრე მივედი, ვიდრე ე.წ რუსული პანელი დაიწყებოდა, თუმცა წინააღმდეგი არ ვარ ამ პანელის ფორმატში გავაკეთო ჩემი კომენტარი. რა მნიშველობა აქვს რუსული პანელის დროს მოვედი, რუსულ პანელზე გამოდიან ამერიკელები. მე მოვედი, რადგან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვუთხრა, პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია რომელიც გუშინ აქ საუბრობდა „პატრიოტთა ალიანსზე“ და ჩვენ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერებდა არის მწამებელი“, – განაცხადა ინაშვილმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 10, 2019 16:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics