მოისწრაფიშვილი: მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას პოლემიკაში შევიდე პრეზიდენტთან

“მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი, საკუთა Facebook გვერდზე წერს.

“რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის”, – წერ მოისწრაფიშვილი.

ცნიბისთვის, დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერს პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება მოეთხოვება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად იქნა გაფრთხილებული, ხოლო 10 სექტემბერს მას შეტყობინება გაეგზავნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით 9 სექტემბერს გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ახლა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ მოისწრაფიშვილის გადაყენება მის მხარდაჭერას უკავშირდებოდა:

“სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრეს სპიკერსსამსახურიდან წასვლა აიძულო იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა.

სირცხვილია!!!
ასეთებს ჩაუვლია, თქვენაირებს გაუვლია და დღეს მათი გვარები გუგლსაც ძლივს შემორჩა!!!”.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – კონფერენციაზე მოვედი იმის სათქმელად, რომ გიგა ბოკერია, რომელიც გუშინ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერებდა, არის მწამებელი
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, რაც გარდაუვალი საკითხია