ირმა ინაშვილი: ეს ის გივი მიქანაძეა, ადეიშვილის მოადგილე რომ იყო

“ეს ის გივი მიქანაძეა, ადეიშვილის მოადგილე რომ იყო. ეს ის მიქანაძეა, პარლამენტის აპარატის უფროსი რომ გახლდათ და სააკაშვილ-ბოკერიებთან შეთანხმებით გავრილოვის პროვოკაცია რომ მოაწყო. აი, ესაა ღიმილისმომგვრელი, ასეთი ხალხი რომ ხმას იღებს, მაგრამ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის”,-აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებები ღიმილისმომგვრელი და უსაფუძვლოა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია, მათ შორის „ევროპელი სოციალისტები“ ძალიან აქტიურად არიან ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში. ისინი ჩართული არიან არა მხოლოდ მიმდინარე კანონშემოქმედებით და საპარლამენტო კონტროლის ფუნქციებში, არამედ „ევროპელი სოციალისტები“ შემოვიდნენ საგამოძიებო კომისიაში, რომელმაც უნდა შეისწავლოს 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: „სინოვაკის“ ვაქცინა ბაზარზე არსებულ სხვა ვაქცინებს არაფრით ჩამოუვარდება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის შესაძლებლობა კვლავ არ მიეცათ