ირლანდიის სენატმა მოუწოდა ევროკავშირს მოგვანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 14 ივნისს ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ის ევროკავშირს მოუწოდებს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

“სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ის ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას.

რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე და მისცემს „მწვანე შუქს“ რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის”, – წერია საგარეოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიერთთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს სევეროდონეცკის დიდ ნაწილს – ბრიტანეთი
შემდეგი სტატიაიქიდან, რაზეც უკრაინა აცხადებდა, რომ გვჭირდებოდა, დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10% – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო