ერთთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს სევეროდონეცკის დიდ ნაწილს – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მძიმე ბრძოლების შემდეგ რუსული ძალები ახლა აკონტროლებენ სევეროდონეცკის დიდ ნაწილს.

უწყების ცნობით, რუსეთის ურბანული ომის ტაქტიკამ, რომელიც არტილერიის ძლიერ გამოყენებას ეყრდნობა დიდი ზიანი გამოიწვია მთელ ქალაქში.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რამდენიმე ასეულ სამოქალაქო პირთან ერთად, თავს აფარებენ მიწისქვეშა ბუნკერებს აზოტის ქიმიურ ქარხანაში, ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში”, – წერია უწყების განცხადებაში.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსული ძალები განლაგდებიან აზოტის ქარხნის მიდამოებში, რაც ოკუპანტს ხელს შეუშლის დროებით ჯარის ეს დანაყოფები სხვაგან გადაიყვანოს.

“ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი თავდაპირველად შეჭრის დაგეგმვისას მოელოდა ასეთ მძლავრ წინააღმდეგობას, ან ასეთ ნელ, დამღლელ კონფლიქტს”, – წერს დაზვერვა.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკრაინაში უკვე 313 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირლანდიის სენატმა მოუწოდა ევროკავშირს მოგვანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი – საგარეო