ირინა სარიშვილი:”მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არცერთ სიაში გაერთიანებას არ ვაპირებ”

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!“შემაღონეს სენსაციების და სკანდალების მოყვარულმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი.
“ამჯერად უკვე საჯაროდ, და არა ინდივიდუალურად, ყველას გასაგონად ვაცხადებ:
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არცერთ სიაში გაერთიანებას არ ვაპირებ!
მე მაქვს სრულიად სხვა გეგმა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, თავად დარწმუნდებით, რომ ბევრად მეტ სარგებლობას მოვიტან საქმის თვალსაზრისით, ვიდრე რომელიმე სიაში გაწევრიანებით.
გარწმუნებთ ყველას, რომ არ ვარ არც პარლამენტის და არც მთავრობის უნახავი და ჩემი ღრმა რწმენით, ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია იმ გეგმით, რომელიც, განხორციელების შემთხვევაში ყველასათვის ძალიან მალე გახდება ცნობილი.
დღეს ყველა ნორმალური ადამიანის უპირველესი მიზანი დღევანდელი მარაზმის შეცვლა და ქვეყნის სწორ გზაზე დაყენება უნდა იყოს და ამის მისაღწევად ყველამ იმ პოზიციიდან და ისე უნდა იმოქმედოს, როგორც საქმისთვის აჯობებს!”-წერს სარიშვილი

banner
წინა სტატიაში„მასტერას“ ექსტრადიცია განხორციელდა
შემდეგი სტატია(video)ამირან გულუაშვილი : „მასტერა“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი