(video)ამირან გულუაშვილი : „მასტერა“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი

MASTERAსაქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა გიორგი დეგებუაძის, იგივე „მასტერას“ ექსტრადიციის შესახებ პირველი კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.

როგორც ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ქალაქ თბილისში, ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეფარდებულია პატიმრობა, იგი შესაბამის დაწესებულებაში მოთავსდა“,-აღნიშნა გულუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე,დაუმძიმდება თუ არა ბრალი დგებუაძეს ციხის კადრებთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენელმა უპასუხა: “სამართლებრივად თუ მეკითხებით, ნებისმიერი პირის მიმართ არსებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში ეპიზოდის ჩამატება და მისი კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია”.

პროკურატურის წარმომადგენელი ასევე წინასწარ არ საუბრობს „მასტერას“ რაიმე შესაძლო კავშირზე პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს, ამის შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული, შესაბამისი შედეგების არსებობის შემთხვევაში. არის თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან რამე კავშირში დგებუაძე, ამ ეტაპზე დგებუაძის ექსტრადირება მოხდა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ჩემ მიერ გაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით“,-აღნიშნა გულუაშვილმა.

ამასთან, პროკურატურისთვის ამ ეტაპზე უცნობია, აპირებს თუ არა დგებუაძე სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას.

https://youtu.be/Uq4sn9l2skQ

წყარო

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:”მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არცერთ სიაში გაერთიანებას არ ვაპირებ”
შემდეგი სტატიაპროკურატურა გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას” საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს