ირინა სარიშვილი:”დაუკარით, უკალოშო @@@–ების პარადია!”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2016 16:01

ირინა სარიშვილი:”დაუკარით, უკალოშო @@@–ების პარადია!”

sarishvili“სოხუმიდან ჩამოსულ ბიჭს რო თბილისში ცალ–ცალი კალოშით ჩამოსულს დაუძახებ, რა პრობლემაა, ვისი მიზეზითაც სოხუმი ასეთი ბიჭებისგან და გოგოებისგან დაცარიელდა, წახვალ და იმას უცეკვებ, უმღერებ და ქოცსაც მიცემ, 9 აპრილსაც და სოხუმის დაცემის დღესაც…
დაუკარით, უკალოშო @@@–ების პარადია!”-ასე ეხმიანება ირინა სარიშვილი გიგი დედალამაზიშვილის დის საგანგებო განცხადებას.

შეგახენებთ: გიგი დედალამაზიშვილის დამ ჯგუფ „მგზარების“ მიერ 9 აპრილს პეტერბურგში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ჯგუფი”მგზავრები” ერთ წელზე მეტია, რაც საზღვარგარეთ, კერძოდ, უკრაინაში აგრძელებს კარიერას. ბოლო დროს მათ კალენდარს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტებიც დაემატა, მათ შორისაა 9 აპრილს, პეტერბურგში ჩანიშნული კონცერტიც, როს გამოც ჯგუფს სოციალურ ქსელში თამამემამულეებისგან დიდი კრიტიკა შეხვდა… წერენ, რომ 9 აპრილს ოკუპანტი ქვეყნის ქალაქში სიმღერა მიუღებელია. ამის შესახებ სტატუსი რამდენიმე ცნობილმა ადამიანმაც დაწერა, მათ შორისაა “რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამიაც, რომელმაც ჯგუფი უცენზუროდ მოიხსენია ამ ნაბიჯის გამო. “მგზავრების” სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი, კრიტიკას სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით პასუხობს. “პატრიოტებო”, პირველ რიგში ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანებს აქვთ უფლება მოწონდეთ ან არ მოწონდეთ ჯგუფი “მგზავრების” მუსიკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა წერილები, მირეკავდნენ ჟურნალისტები და მინდა რომ ყველას გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და “დედის გინების” ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს. ჯგუფი მგზავრები წლებია უკრაინაში არიან, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფად, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო ტურნე 1 წლით ადრე არის გაწერილი. ამაზე აქცენტი არ კეთდება და ესეთი გამოხმაურებაც არ მახსოვს “მგზავრების” წარმატებაზე , ესეც გასაგებია, აქ ბედნიერებას და წარმატებას ვერ გპატიობენ. მიხარია რომ ლოკალურ სივრცეში არ დარჩნენ და წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს, განვითარდნენ რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია. რაც შეეხება 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტს რომელიც პეტერბურგში გაიმართება. პატრიოტიზმია ოკუპანტ ქვეყანაში მოახერხო ამ თემას შეეხო! ადვილია, ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება. “მგზავრები” პეტერბურგში აქცია კონცერტს გეგმავს, ვიდეო ინსტალაციით, წუთიერი დუმილით. ჩვენი იარაღი ჩვენი საქმეა, ჩვენი იარაღი არის სტერეოტიპების მსხვრევა ახალ თაობაში რომ “გრუზინი” ის არ არის რაც მათ გონიათ. გიგი ოკუპანტების ქვეყანაში მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, მათ შორის უკრაინის თემაზეც პ.ს ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ, უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ, ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში, მაგრამ ყველა იგივე რთულ გზას არ გადის, გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა, იღბლიანია. ძალიან ვაფასებ ნიკას ბიოგრაფიას რომ თავისი თავი შექმნა, ალბათ გადაღლილია და “ქართველი ვაჟკაცივით” დედის გინებაზეა გადასული. ამასობაში მგზავრები აგრძელებენ ტურნეს მთელი წელი გაწერილია მომავალი თვის ბილეთები წინასწარ გაყიდული. საზოგადოებრივი ინიციატივა მაქვს რომ ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს,“ – წერს გიგი დედალამაზიშვილის და.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2016 16:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics