ირინა ლომინაძე – პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, საოპერო მომღერალს უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა როგორც პოლიტიკოსს მე მას არ შევხდები

პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, საოპერო მომღერალს უდიდეს პატივს ვცემ და ბედნიერი ვიქნები, თუ როდესმე იმღერებს ჩემ თეატრში, თუმცა როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხდები, – ამის შესახებ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა ლომინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩემთან არავინ არ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის, მოვედი დილით და ტელეფონზე მირეკავს ბატონი ამირან ხვადაგიანი და მეუბნება, რომ გარეთ დგას ბატონი პაატა ბურჭულაძე და უნდა თქვენი გაცნობა, მე ვუპასუხე – პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, საოპერო მომღერალს უდიდეს პატივს ვცემ და ბედნიერი ვიქნები, თუ როდესმე იმღერებს ჩემ თეატრში, თუმცა როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხდებოდი. ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის კონსტიტუციური უფლება. მე არ ვცემ პატივს იმ პარტიას, რომლის გვერდითაც პაატა ბურჭულაძე დგას. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს და არა მომღერალ პაატა ბურჭულაძეს.

როგორ ფიქრობთ, პაატა ბურჭულაძეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ დასთან შეხვედრა უნდოდა, მე ამის უფლება მქონდა, ეს დამეშალა? ეს როგორ შეიძლება? მე მუსიკოსი ვარ და ვიცი, პაატა ბურჭულაძის წონა, ვიცი, ვინ არის. თუ შეხვედრა უნდოდათ, რატომ არ გამაფრთხილეს წინა დღით?

6 წელია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ, ხშირად ყოფილა პაატა ბურჭულაძე ჩამოსული და არ შემოუხედია ჩემ თეატრში, ბატონი პაატა მოსული იყო პოლიტიკური მოტივით”, – განაცხადა ლომინაძემ.

ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.

წინა სტატიაშიხოშტარია – „ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც მათ არ ეთანხმება, არის მიკერძოებული
შემდეგი სტატიაეზუგბაია: ეს არის ომი და ამ ომის მოგება შეიძლება მხოლოდ ვაქცინაციით