ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, 49 წლის ქალი კლინიკაში ორი დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.

“უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რეანიმაციაში მოთავსდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, პროცესები უკვე ღრმად იყო წასული”-აცხადებენ ინფექციურში.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია საარჩევნო მარათონში ერთვება
შემდეგი სტატიაპროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა