IRI: 8 ოქტომბერი პროცესის დასასრული არ არის, ეს არის დასაწყისი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი  მარკ გრინი აცხადებს,  პირველადი შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნები  არ იყო იდეალური, თუმცა ძირითადად არჩევნები ჩატარდა მშვიდ და წყნარ გარემოში.

როგორც მარკ გრინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და, როგორც ჩანს, ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება.

„სადამკვირვებლო მისია მოიცავდა 20 ჯგუფს, რომელიც შედგებოდა მოკლევადიანი და გრძელვადიანი დამკვირვებლებისგან. ჩვენი დამკვირვებლები დააკვირდნენ 200-ზე მეტ საარჩევნო უბანს და ჩაატარეს 100-ზე მეტი შეხვედრა წინასაარჩევნო პერიდოში. ჩვენი მისიის შემადგენლობაში 14 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. ჩვენი პირველადი შეფასებით, ეს არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა ძირითადად არჩევნები ჩატარდა მშვიდ და წყნარ გარემოში. იყო კარგად ორგანიზებული და, როგორც ჩანს, ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება“,-აღნიშნა მარკ გრინმა.

ამასთან, მისივე თქმით, 8 ოქტომბერი არ არის პროცესის დასასრული, ეს არის  პროცესის დასაწყისი.

„ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო პერიოდში, არჩევნები შემდეგ, ქართველი ამომრჩევლები და პოლიტიკური სპექტრი იქნებიან  მშვიდი და ეცდებიან,  უზრუნველყონ მშვიდობიანი გარემო, რათა გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი. სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს მუშაობას საქართველოში მეორე ტურის დასრულებამდე და ეცდება, შეასრულოს კონსტრუქციული როლი საარჩევნო პროცესში“, -აღნიშნა მარკ გრინმა.

მისვე აზრით, არჩევნებმა გამოავლინა ის სფეროები, რომლებსაც გამოსწორება სჭირდება.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსმა” ბარიერი გადალახა- ცესკოს ახალი შედეგები
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ახალი სახეები ლიდერობენ – სად გაიმართება მეორე ტური?