ირაკლი ტაბლიაშვილი: თუ ბორდი ამ აბსურდულ გეგმას დაეთანხმება, ტელევიზია ადგილობრივ არჩევნებს ვერ გააშუქებს

ირაკლი ტაბლიაშვილი–

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ვექტორის“ წამყვანი,ირაკლი ტაბლიაშვილი, აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მომავალი ბორდის მიერ გენერალური დირექტორის წარდგენილი გეგმის განხილვის შედეგზეა დამოკიდებული.

„გრამატიკულ-ლინგვისტურ კამათში გადავიდა ყველაფერი. რადგან სხვაობა არ არის ამ შეჩერება-დახურვას შორის ე.ი. ეს ყველაფერი დაიხურება და თანამშრომლები წავლენ, უბრალოდ, სახლში, ოღონდ ეს იანვრიდან ისინი დაბრუნდებიან თუ არა ტელევიზიაში, ჯერაც არავინ არ იცის“, – აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.

არჩევნების ეთერში მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემების შეჩერება საერთაშორისო დონეზეც გახმაურდება.

„თუ ბორდი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და დაეთანხმება ამ სრულიად, ჩემი მოსაზრებით, აბსურდულ გეგმას, რომელიც ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, უკვე ამთავითვე გეგმას, რომლის განხორციელების შემთხვევაში, დაბალანსებული ტელევიზია ვერ გააშუქებს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს, ვერ გააშუქებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამას მარტო ნიუსის ფორმატში კი არ უნდა სთავაზობდეს, არამედ ტოკ-შოუების ფორმატში“, – აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.

ირაკლი ტაბლიაშვილი ვასილ მაღლაფერიძის მიერ გაცხადებულ გეგმას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს, რადგან, ამ გეგმის შესახებ მას გასაუბრებაზე, ბორდის წინაშე არაფერი უთქვამს. არჩევიდან ერთ თვეში კი, სხვა რამ თქვა, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეს იმთავითვე ჩაფიქრებული იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, 6 თებერვალს ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა წარადგინა.

სამეურვეო საბჭოს მხრიდან გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემა შეჩერდება.

მაღლაფერიძის თქმით, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გავა და ახალი ეთერი 2018 წლიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2-ის წინააღმდეგ 2013 წელს მინახავს ორი სხვა სარჩელი“ – მამუკა ახვლედიანი
შემდეგი სტატიავასილ მაღლაფერიძემ თანამშრომლები „ძაღლად არ ჩააგდო“